„ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე კაბალურ მდგომარეობაშია“ - ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას ჭარბვალიანობის წინააღმდეგ უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს
12-07-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი საქართველოში ჭარბვალიანობისა და ე.წ. მევახშეობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და ამ მხრივ, მაგალითად ევროპული ქვეყნები მოჰყავს.

 

 

მისი შეფასებით, ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე კაბალურ მდგომარეობაშია, რაც ნორმალური არ არის.

 


„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ თემაზე დისკუსია, გარკვეული კანონპროექტები და ინიციატივები უკვე არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ, მეტი აქტიურობისაკენ და რადიკალური ცვლილებებისკენ. ევროპულ მოდელებში მევახშეობა არის, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური მოვლენა, რადგანაც როდესაც მევახშეობაში არის არაპროპორციულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც იწვევს ადამიანების მთლიან გაღარიბებას და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ სასესხო ურთიერთობების რეგულაციებთან, ამაზეა აქ საუბარი, რომ მევახშეობა გამოცხადდეს ამორალურ მოვლენად“, განაცხადა ასათიანმა.

 

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

 


„საკანონმდებლო დონეზე არის უკვე გარკვეული წინადადებები მთავრობის მიერ წარდგენილი. კარგია, რომ მუშაობა დაწყებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის საკმარისი სამართლებრივი მექანიზმები, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას უფრო რადიკალური და უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მოხდეს იმ ბალანსის აღდგენა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს, მსესხებლებს შორის, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ასათიანმა.

 


მისი თქმით, ადვოკატები ხშირად აწყდებიან შემთხვევებს, როცა ხშირად შეუძლებელია მსესხებლებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, რადგან უფლებრივი ბალანსი იმდენად არის გადახრილი საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ.

 


„მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იმდენად ხორციელდებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებების სასარგებლო ცვლილებების განხორციელება, რომ ეს ხალხი ფაქტიურად ამოვარდნილია ყველანაირი ეკონომიკური ცხოვრებიდან. როცა სისტემაში ერთი ჯგუფი ადამიანების ან ბიზნესების იღებს უდიდეს მოგებას, მაშინ როცა დიდი ნაწილი ადამიანებისა ღარიბდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ხარვეზიანია და რადიკალური რეფორმები სჭირდება.

 


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი