თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა
12-07-2018, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ათი წლის შემდეგ, როდესაც პირველად შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ისტორიული გადაწყვეტილებისა, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამას ვაკეთებთ იმ პრინციპული რეფორმებითა და დემოკრატიული განვითარებით, რასაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში აღწევს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „ეს გადაწყვეტილება ხაზგასმით აღინიშნა იმ შეხვედრის ფორმატშიც, სადაც საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოს წევრ ქვეყნებს ხვდებოდა და რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავდა. სამიტის მთავარი თემა, რომელიც ფინანსების, პასუხისმგებლობისა და ტვირთის სამართლიან და თანაბარ განაწილებას უკავშირდება, კერძოდ კი იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%, ხოლო ამ ბიუჯეტიდან 20% შეიარაღებას მიმართონ, არის სწორედ საქართველოს რეფორმებით მიღწეული და ეს არის ცალსახად დაფიქსირებული, როგორც მნიშვნელოვანი პროგრესი“.

 


როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში საქართველოს აქტიურობას. „ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა იმ ურთიერთობას, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გაერთიანებულ ძალთა სწავლების ცენტრთან ბიდგოშთან აქვს. ასევე, მისასალმებელია კოორდინაციის ის მაღალი ხარისხი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და გვაძლევს საფუძველს, რომ 2019 წლის მარტში უფრო დიდი მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები ჩავატაროთ“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი