გიორგი მარგველაშვილი: საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის პოლიტიკაზე პასუხი ნატოს ახალი გაფართოება უნდა იყოს
12-07-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრას დაესწრო და ალიანსის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც დღემდე საქართველომ მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მსოფლიო საერთო უსაფრთხოებაში, რომელმაც ნატოსკენ სწრაფვის განაცხადი 16 წლის წინ გააკეთა და ამ პერიოდში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, ის ჩამოყალიბდა, როგორც ყველა ქვეყნისათვის სამაგალითო სახელმწიფო.

 


„დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება წევრობისათვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად, რეგიონის მნიშვნელობაზე ევროატლანტიკურ უსაფრთხოების, ის თუ რა შესაძლებლობებს ხსნის საქართველო თანამშრომლობისათვის და რატომ არის საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანი ნატოსათვის.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა, რადგან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე პასუხისგაუცემლობის შედეგია, რომ დღეს მივიღეთ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ. ეს არის ერთიანი პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ახალგაზრდა დემოკრატიების წინააღმდეგ, რასაც უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს ნატოს ახალი გაფართოება და ამ კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლა. დღეს არსებული მდგომარეობით საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისათვის. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ნატოსთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადავიდეს, გახსნილია და მზადაა პოლიტიკური დიალოგისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც გენერალურმა მდივანმა ისე ოცდაცხრა ქვეყნის ლიდერმა ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირსეული, მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ყველამ ერთხმად დააფიქსირა ის პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ და აღინიშნა, რომ ის არის შთამბეჭდავი და სამაგალითო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.

 


„ამავდროულად მადლობა გადაგვიხადეს იმ მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. რამდენიმე ქვეყანამ სესიაზე მოითხოვა დაუყოვნებლივ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება. საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს წევრობისთვის და რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯრის გახსნაზე და საქართველო მზად არის ამ დიალოგისათვის", განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   Bryan
      
You’ll uncover that you can only use your bonus funds/spins on specific games and sports events.


Review my page 토토사이트 추천
26 თებერვალი 2024 11:02
#1   Rosaria
      
Thanks for a marvelous posting! I really enjoyed reading it, you might be a great author.
I will make certain to bookmark your blog and may come back very soon. I want
to encourage yourself to continue your great job, have
a nice evening!

my web blog: Shakiera
23 თებერვალი 2024 17:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი