შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლის ტურნირი გაიმართა
12-07-2018, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 10 გუნდი მონაწილეობდა.

 


ტურნირის I ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს 100, 200 და 300 მეტრიანი დისტანციის დაძლევა მოუხდათ. II და III ეტაპზე გადასული გუნდები უკვე 400-დან 900 მეტრამდე დისტანციებზე სროლაშიშეეჯიბრნენ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ.

 


ტურნირში I და II ადგილი რეინჯერთა ბატალიონმა აიღო, ხოლო მესამე ადგილი IV მექანიზებული ბრიგადის გუნდმა დაიკავა. II და III ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, პირველ ადგილზე გასულ ქვედანაყოფს და 2 სამხედროს კი, სიგელებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი