თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. ზაალ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო სიგელები გადასცა.
მინისტრის მოადგილე ჯარისკაცებს გაესაუბრა და შეჯიბრის მიმდინარეობისა და იქ არსებული გარემოს შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.
კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელიც ბულგარეთში გამართულ პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრების შემდგენლობაში მონაწილეობდა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ორი მოგებით თურქი მეტოქე, მეჰმედ კაიო დაამარცხა.
დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მედლებით დაბრუნდნენ შოტლანდიიდანაც, სადაც ისინი რთულ რელიეფზე მარშირებაში მონაწილეობდნენ. კაპრალმა ბესიკ გოგობერიშვილმა რთულ რელიეფზე 16 საათში 36, 5 მილი გაიარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მაიორმა მურთაზ ოსეფაიშვილმა კი 22 მილი 11 საათში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შოტლანდიაში „მარშირება რთულ რელიეფზე“ „Allied Forces Foundation"-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით ჩატარდა. მასში ქართველ სამხედროებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.
შეხვედრას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.