პაპუნა ტოლიაშვილი: გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრობის საუკეთესო კანდიდატია
12-07-2018, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სინერჯის“ კაპიტალის პარტნიორების დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მისივე თქმით, ქობულია საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ერთ-ერთი ოფისის დირექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რამდენიმე სფეროშია კომპეტენტური.

 

 

„ორი საკითხია მნიშვნელოვანი, პირველი, რომ კომპანია McKinsey-ის ყველაზე დიდი ოფისი აქვს მოსკოვში და ამისი დირექტორია გიორგი ქობულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პიროვნება იმ იშვიათი ადამიანების სიაშია, რომლებიც მინიმუმ რამდენიმე სფეროში არიან კომპეტენტურები. McKinsey ყველაზე ძლიერი საკონსულტაციო კომპანიაა რაც არსებობს, ბრენდის თვალსაზრისითაც და არსებობის ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, მოსკოვის ოფისი განსაკუთრებით ძლიერია ენერგეტიკის მიმართულებით, კარგად იციან ეს სფერო და მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობენ მათი პრაქტიკით. გიორგი ქობულია კი ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტური ადამიანია, როგორც ეკონომიკის ცოდნის თვალსაზრისით ისე სხვა დარგებში, რომელშიც ეს ოფისია ძლიერი. მას ამერიკაში ერთ-ერთი სერიოზული ბიზნეს სკოლა აქვს დამთავრებული და ამ მხრივაც გამოირჩევა ის. მგონია, რომ ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია“, - განაცხადა პაპუნა ტოლიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი