ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის" სასწავლო ბანაკ „ციცინათელაში" დღეს ჟურნალისტიკის გაკვეთილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ ჩაატარა.
„ბავშვებმა ინფორმაცია ჟურნალისტიკის საფუძვლების შესახებ მიიღეს, ასევე, ისწავლეს კამერასთან, მიკროფონსა და ფოტოკამერასთან მუშაობა. გაკვეთილი პრაქტიკული შედეგებით დასრულდა - ბანაკის წევრებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა თავისივე სამუშაო ოთახში უმასპინძლა და ინტერვიუც შედგა.
„ციცინათელას" ბავშვები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტუმრობდნენ და საკრებულოს წევრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ. მათ ქოლცენტრ „მკითხველისაგან" საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ბანაკის წევრები, ასევე, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსმა მიიღო და მათ შეკითხვებს უპასუხა", ნათქვამია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.