„არ მახსენდება, რომ დღემდე საქართველოსთან მიმართებით, ასეთი პირდაპირი განცხადება აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს გაეკეთებინოს!“ - მოსაზრება
12-07-2018, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, არ მახსენდება, რომ დღემდე საქართველოსთან მიმართებით, ასეთი პირდაპირი და საჯარო განცხადება აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტს გაეკეთებინოს!

 


მოგეხსენებათ, რომ 11 და 12 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი იმართება.

 


დღეს, სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამგვარად უპასუხა: „საქართველოსთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა შექმნილი!..“

 


პოლიტიკაში და ზოგადად გათვითცნობიერებული ადამიანები, ალბათ ხვდებით, რომ ტრამპის ეს ფრაზა, უწინარესად ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და აქედან გამომდინარე, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებს!

 

 

P.S. ტრამპის სიტყვების გაანალიზების შემდეგ (მან ისიც ბრძანა, რომ დღეს საქართველოს ნატო-ში მიღება არ მოხდება და ალბათ, - „მომავალში გამოჩნდება ამის შესაძლებლობა“-ო!), არა მგონია, რომ ოპტიმისტებმა გადააჭარბონ პესიმისტებს, იმდენად სკეპტიკურია მისი შინაარსი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ არსებულ, არასახარბიელო გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტს!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი