ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომას დაესწრო და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც საქართველოს შეაქვს საქართველოს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი დღიდანვე საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა პარტნიორის მხრიდან იმ კონტრიბუციასთან მიმართებაში, რაც დღემდე გაკეთებულა.
აღინიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მნშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ნატოს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.