ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციებს გავეცანი და მათი ნაწილი კანონში უკვე ასახულია, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთების საკითხი, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სასესხო-საკრედიტო საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ წინადადებებზე.
მისი თქმით, ადვოკატები არიან პირები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ჭარბვალიანობისგან მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს.
„ჭარბვალიანობა შექმნა იმ სისტემამ, რომელიც საფინანსო სექტორში არსებობდა. ჩვენი ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლითაც ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი ეკონომიკური განვითარებისთვის ისევ მიმზიდველი და აღნიშნული სექტორში მუშაობა ბიზნესისთვის კარგი საქმიანობა იქნება, ამავდროულად, ჩამოყალიბდება პირობები, სადაც მსესხებლებს არ ექნებათ კაბალური პირობები, რომლებიც აქამდე არსებობდა. მოქალაქეები შეძლებენ სესხებით, როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამომხმარებლო საჭიროებების დაფინანსებას“, განაცხადა კაკაურიძემ.
მისი შეფასებით, ახალი კანონმდებლობით, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ იქნება.
„ღრმად ვართ დარწმუნებული, ეროვნული ბანკი შეძლებს რეგულაციების დაწესებას, რომელიც შემდგომში ჭარბვალიანობის პრობლემას გამორიცხავს. ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურ გავლენას არ ველოდებით“, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ვალდებული იქნება, მათ დაემორჩილოს.
კაკაურიძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ რეგულაციების ნაწილი, რომელიც პროცენტების და ჯარიმების საკითხს შეეხება, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა. ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას ჭარბვალიანობის წინააღმდეგ უფრო რადიკალური და თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.