აუცილებლად უნდა გავამკაცროთ სამშენებლო სექტორში რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძე მოითხოვს სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, რადგან მისი თქმით, სამშენებლო მასალების არსებული მეთოდით დამუშავება მტვრის დიდი ოდენობით გავრცელებას და გარემოს დაბინძურებას იწვევს.
მერის განცხადებით, ასევე, უნდა მოწესრიგდეს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების მხრივ არსებული მდგომარეობაც.
„ამ მიმართულებითაც გვაქვს პრობლემა, ეს არის მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და ასევე გრუნტის მტვრები. შესაბამისად, ჩვენ გვგონია, რომ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. ალბათ არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც ხდება ქვის დამუშავება და მიმდებარე არეალში შეუძლებელია გაიარო, ისეთი მტვერია ამ დაჭრის სამუშაოების გამო. შესაბამისად, უნდა გავამკაცროთ რეგულაციები და უნდა მოხდეს ქვის სველი მეთოდით დამუშავება.
„ასევე პრობლემატურია სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება და განთავსება. არაერთხელ გვინახავს, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან სამშენებლო მასალით აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამცავების გარეშე. სწორედ ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამას შემდეგ თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები სუნთქავენ. ეს სერიოზული პრობლემაა და ჩემს მოადგილეებს მინდა ვთხოვო, დაამუშავონ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარვუდგინოთ პარლამენტს. პარლამენტი მზად არის ამგვარი ცვლილებების განსახორციელებლად“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.