თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, საჭიროა, რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ განაცხადა, ერთ-ერთი პირველი რაც ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს არის ის, რომ დაწესდეს კონტროლი საწვავის ხარისხზე, რათა ქვეყანაში შემოვიდეს მხოლოდ მაღალი ხარისხის საწვავი.
თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საწვავთან ერთად, უნდა კონტროლდებოდეს ასევე ავტომობილების შემოყვანაც და იმისთვის, რომ დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის რაოდენობამ იკლოს, ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს.
მერი ეკოლოგიური პრობლემების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ჰაერის მტვრით დაბინძურებასაც მიიჩნევს. მისი თქმით, აუცილებებლია, მოქმედ კანონმდებლობაში გამკაცრდეს რეგულაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა. მე მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მოხდეს საწვავის მიმართ გარკვეული ცვლილებები, ანუ ხარისხი იქნას ამაღლებული, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მგონია, რომ რაც შეიძლება მალე არის გასაკეთებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის საწვავი, განსაკუთრებით საუბარი არის დიზელის მიმართულებაზე. ამასთან, ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირიქით მგონია, რომ უნდა წავახალისოთ ახალი ავტომობილების შემოყვანა. თქვენ იცით, რომ ელექტრომობილებზე საერთოდ მოხსნილია ყველანაირი შეზღუდვა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა, ჯერჯერობით შემოდის ძველი ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც მე მგონია, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის....
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს და პარკის განახლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. თბილისში ერთ-ერთი პრობლემა არის ასევე ჰაერის მტვრით დაბინძურება. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა და სჭირდება მასშტაბური მიდგომები. ჩვენ დავიწყეთ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, დავიწყეთ არსებული სკვერების განახლება, მწვანე სივრცეების შექმნა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული ტრანსპორტის განახლებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის ჩანაცვლებაზე, ამ მიმართულებითაც გვაქვს პრობლემები - ეს არის მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი და გრუნტის მტვერი.
აუცილებლად უნდა გავამკაცროთ რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება კონკრეტულად მშენებლობის პროცესში დამტვერვისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავებას. ასევე პრობლემატურია სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება და განთავსება. არაერთხელ გვინახავს, როდესაც დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან სამშენებლო მასალით აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამცავების გარეშე. სწორედ ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც იწვევს ქალაქის დაბინძურებას, დამტვერიანებას და ამას შემდეგ თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები სუნთქავენ. ეს სერიოზული პრობლემაა და ჩემს მოადგილეებს მინდა ვთხოვო, დაამუშავონ კანონში შესაბამისი ცვლილებები და წარვუდგინოთ პარლამენტს. პარლამენტი მზად არის ამგვარი ცვლილებების განსახორციელებლად", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.