თბილისის მერი დავით ნარმანია დღის ბოლოსთვის გზის ძირითადი ნაწილის გახსნას ვარაუდობს. ამის შესახებ განცხადება მან გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
“ძირითადი ნაწილი, გარდა ვერეს ხეობის გზისა, დღეს გვიან ღამით უნდა გაიხსნას, რომ ხვალ დილიდან მოძრაობა აღდგეს,” – განაცხადა ნარმანიამ.
სოზარ სუბარის თქმით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე უკვე ახალი ინფორმაცია იქნება.
გმირთა მოედანზე ასევე მოხალისეები მივიდნენ, რომლებიც დასუფთავების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დონემ დაიწია და არაერთი მანქანა გამოჩნდა, რაც, სავარაუდოდ, მდინარე ვერემ ჩამოიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.