საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
„მინდა, ორიოდე სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების სისტემაში საჯარო მოხელეებს, მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს, ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ, მაქვს სურვილი ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, ეს კიდევ უფრო მყარი შედეგები გახდეს, რათა მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ამომრჩევლის წინაშე კიდევ ერთხელ წარვსდგებით”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.