ევროკომისარი სტილიანიდისი: საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საგანგებო სიტუაციების და კრიზისების მართვის ნაწილში ქმედითი, ინიციატივები კი მისასალმებელია
13-07-2018, 12:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა, რომელიც ქვეყანას ოფიციალურ ვიზიტად სტუმრობს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია.

 

 

„ქრისტოს სტილიანიდისის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყნის წარმატებების მკაფიოდ გამოხატული დადასტურებაა.

 

 

აგრეთვე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებზე.

 

 

ითქვა, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტიანობას ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში. აღინიშნა მოხალისეების როლი და პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობა.

 

 

აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის გაფორმდება. მხარეების შეფასებით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.

 

 

პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს მთავრობის მიერ რეფორმების განხორციელების პროცესში და ქრისტოს სტილიანიდისს პირადად გადაუხადა მადლობა კრიზისების ეფექტური მართვის ნაწილში გაწეული დახმარებისთვის.

 

 

თავის მხრივ, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს, როგორც სტრატეგიული და საიმედო პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. მისივე თქმით, ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით.

 

 

სტილიანიდისის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოდერნიზაციის პროცესში და სამომავლო გეგმები სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის - ინსტიტუციური, ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილში მისასალმებელია.

 

 

აგრეთვე, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობა გაააქტიუროს.

 

 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

პრემიერისა და ევროკომისრის შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი