კალიფორნიაში მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს - „როდესაც ფრენისას სამართავ ჯოისტიკს ხელს გაუშვებ, ავტომობილი ჰაერში ჩერდება“
13-07-2018, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კალიფორნიაში მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს, რომელსაც საფრენად პილოტის მართვის მოწმობა არ სჭირდება.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით სტატიას BBC აქვეყნებს.

 


მფრინავ მანქანას, სახელწოდებით BlackFly, შეუძლია განავითაროს 100 კმ/სთ სიჩქარე და გადაადგილდეს 40 კილომეტრის მანძილზე.

 


ავტომობილის შემქმნელების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ მისი ფასი ჩვეულებრივი SUV ტიპის ავტომობილის ფასს გაუტოლდება. თუმცა, მფრინავი მანქანის ფასი თავიდან შედარებით მაღალი იქნება.

 


ავტომობილის მწარმოებელ კომპანიას Google-ის თანადამფუძნებელი ლარი ფეიჯი აფინანსებს.

 


ლარი ფეიჯი ასევე ახალი სტარტ-აპის, Kitty Hawk-ის უკან დგას, რომელიც ლას ვეგასში პერსონალური თვითმფრინავის გამოცდას აწყობს.

 

 

 ფოტოზე გამოსახულია Kitty Hawk-ი.

 

 
BlackFly-ს დედამიწის ირგვლივ რამდენიმე კონკურენტი ნელ-ნელა უჩნდება.

 


ავტომობილი კანადაში გამოსცადეს, რადგან ქვეყნის საავიაციო უწყებამ ნება დართო შემქმნელებს მოეხდინათ მფრინავი მანქანის გამოცდა. ავტომობილის შემქმნელი კომპანია Opener-ია, რომელიც Palo Alto-ში ფუნქციონირებს.

 


Kitty Hawk-ის მსგავსად, BlackFly შეიძლება აღვწეროთ, როგორც ადამიანის გადამყვანი დრონი, რადგან ის ხმელეთზე გადასაადგილებლად არაა შექმნილი.

 


ავტომობილს შეუძლია ერთი ადამიანის გადაყვანა პატარა კაბინით, რომელსაც ენერგია „რვა პროპულსიური სისტემით“ მიეწოდება, რომლებიც ორივე ფრთაზეა გადანაწილებული.

 


მფრინავი მანქანის ბალახიან ზედაპირზე გამოცდის შემდეგ Opener-მა განაცხადა, რომ ავტომობილი საუკეთესოდ მუშაობს.

 


შეერთებული შტატების ექსპერიმენტული ავიამფრენების ასოციაციის დირექტორი დარენ ფლეზენსი თვალყურს ადევნებდა BlackFly-ს გამოცდის პროცესს.

 


„BlackFly-ს ფრენას გაოგნებული ვუყურებდი, ასეთი რამ არასდროს მინახავს“, განაცხადა დარენმა ავტომობილის გამოცდის შემდეგ.

 


მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გამოყენებისას არაა საჭირო მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვისთვის აუცილებელია გარკვეული წვრთნების გავლა.

 


 „BlackFly-ს მომხმარებლებს მოეთხოვებათ FAA-ს გამოცდის ჩაბარება და კომპანიის ავტომობილის გაცნობისა და მართვის კურსების გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის რეგულაციები არ მოითხოვს“, წერია განცხადებაში.

 


Opener-ის დირექტორმა, მარკუს ლენგმა განაცხადა, რომ ავტომობილის მართვის ღილაკები „მყისიერ სიამოვნებას“ ჰგვრის ადამიანს.

 


მანვე დაამატა, რომ ავტომობილს ავტო-პილოტის რეჟიმიც გააჩნია.

 


„ჰაერში ყოფნისას სამგანზომილებიან სივრცეზე სრული კონტროლი გაგაჩნია. აფრენის შემდეგ ავტომობილი თავიდან ბოლომდე შენ დაქვემდებარებაშია. როდესაც ფრენისას სამართავ ჯოისტიკს ხელს გაუშვებ, ავტომობილი ჰაერში ჩერდება“, განაცხადა მარკუს ლენგმა.

 


კომპანია Opener-ი შეუერთდა კომპანიების იმ სიას, რომლებიც საბოლოოდ მფრინავი მანქანების შექმნაზე ოცნებობენ. თუმცა, დრონის შესაძლებლობების ასეთი სწრაფი განვითარების წყალობით, ეს მომავალი ასე ახლოს არასდროს ყოფილა.

 


ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარე ჰილერის ავიაციის მუზეუმს არაერთხელ უნახავს მფრინავი მანქანის შექმნის მცდელობები, რომლებიც მარცხით დასრულდა.

 


მიუხედავად ამისა, მუზეუმის ოპერატიული სამსახურის უფროსის, ვილი ტერნერის თქმით, ამ ავტომობილს აქვს სრულყოფილი მფრინავი ავტომობილის გახდომის შანსი.

 


„ჯერჯერობით ძალიან ბევრი შეზღუდვებია დაწესებული საავიაციო სამსახურების მიერ. მათ არ ესმით ეს საკითხი და ამიტომაც ბევრ რამეს ზღუდავენ. დაიმტვრევა ეს ავტომობილი? შესაძლოა. მანქანები ყოველდღე იმტვრევა. უნდა გვესმოდეს, რომ არაფერი შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო. თუმცა დღევანდელ სისტემებთან შედარებით, ეს ავტომობილი საუკეთესოა“, განაცხადა ვილი ტერნერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი