საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა აბიტურიენტებს ოთხ პროგრამას სთავაზობს
13-07-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა გთავაზობთ პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:

 

 ბიზნესის ადმინისტრირება

 ეკონომიკა

 საჯარო მმართველობა

 ტურიზმი

 


პროგრამები შემუშავებულია თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ; ხოლო 2016 წლიდან სკოლა არის CEEMAN-ის და AACSB-ის ინსტიტუციური წევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით.

 


წარმატებულ სტუდენტებს სკოლა სთავაზობს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში; უფინანსებს ევროპის ინოვაციის აკადემიის (EIA) საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობას; ინოვაციური იდეებისა და სტარტაპ პროექტების განსახორციელებლად სთავაზობს Start-Up Factory-ის მულტიფუნქციურ სივრცესა და ფინანსურ მხარდაჭერას.

 


სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება: დაგეგმონ და განახორციელონ ტურები საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საჯარო პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტისა და საჯარო ადმინისტრირების ქეისების შემუშავებაში, შეისწავლონ და პრაქტიკულად გამოიყენონ საბუღალტრო პროგრამები, მოემზადონ პროფესიულ ბუღალტერთა სერტიფიცირებისთვის, განახორციელონ ბიზნეს იდეები, მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხების განხილვაში, ჩაერთონ უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების მართვის პროცესში და ამავე დროს იცხოვრონ მრავალფეროვანი და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებით.

 


მეტი ინფორმაციიისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ug.edu.ge/ 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი