ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ - არც ოპოზიცია, არც უმრავლესობა. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ. თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე, სადაც დღეს მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების მოსმენა მიმდინარეობს.
გოცირიძემ ქობულიას შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც დაუსვა.
„ვის იცნობთ? თქვენი კანდიდატურა საიდან წამოვიდა? თქვენ იცნობთ თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ან გქონიათ თუ არა მასთან რაიმე შეხება ან მის ბიზნესგარემოცვასთან? ან რუსეთში თქვენი მუშაობის პერიოდში, თქვენ ძირითადად მუშაობდით გაზის და ნავთობის სექტორში, როგორც აქ წერია და Google-ში, კიდევ უფრო მეტად არის თქვენი სამუშაო დახასიათებული, რომ თქვენ კონსულტირებდით ამ სექტორს რუსეთში, რამე შეხება გქონდათ თუ არა ბატონ ბიძინასთან,“ განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის აღნიშნულ განცხადებას კი, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. რომან გოცირიძეს დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ იცნობდა ვერა ქობალიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რაზეც გოცირიძემ უპასუხა:
„ვერ ქობალია ახლა არის ახალი ზელანდიის მთავრობის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ეტყობა, ახალი ზელანდიიდან შემოგვთავაზეს მაშინ".
გოცირიძის პასუხს კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ქობულია არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მთავარი პარტნიორი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.