იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც დღეს მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, უნდა ჩახედოს კანონებს და ნახავს, რომ იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი არ არის და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე მინისტრი პასუხს არ აგებს.
„საზოგადოების ზოგიერთი წევრის გასაგონად ვიტყვი, რომ კანონში ჩაიხედონ და ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი არის მთავრობის რიგითი წევრი, მნიშვნელოვანი რგოლი, მაგრამ ის არის მთავრობის რიგითი წევრი.
მე არ გახლავართ მართლმსაჯულების სიტემის ხელმძღვანელი, მე შემიძლია მხოლოდ ის, რომ თქვენ შემოგთავაზოთ კარგი კანონები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს, ხოლო ის, თუ როგორ იმართება სასამართლო სისტემა, არის თუ არა იქ ხარვეზები, ამაზე მე პასუხს სამწუხაროდ ვერ ვაგებ.
ასევე შევახსენებ საზოგადოების იმავე წევრებს, რომ მე ვარ საქართველოს ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს საკუთარი ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით უარი ვთქვი საპროკურორო უფლებამოსილებაზე. ეს, ალბათ, მანამდე წარმოუდგენელი კი არა, სასაცილო იქნებოდა“, განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების ფორმატში უსმენენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.