ლევან იზორია: „ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული“
13-07-2018, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლა ნატოს სამიტის შედეგების შეჯამებით დაიწყო. მისი განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მოდერნიზებისა და რეფორმების მიმართულებით მიაღწია.

 

 

„მნიშვნელოვანი დეკლარაციები იქნა მიღებული - ერთი სამიტის და მეორე ნატო-საქართველოს კომისიის, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

მან ყურადღება გაამახვილა ადეკვატური დაფინანსების კუთხით მიღწეულ პროგრესზე:

 

 

„ეს იყო სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა. კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, ხოლო ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტის 20% უნდა მიმართონ ძირითად შეიარაღებაზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მოწინავე, პარტნიორი ქვეყანა ნატოსთვის და სამაგალითო სხვა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ ეს მოთხოვნა 2024 წელს დასრულდეს. ეს იყო აღიარებული და დადასტურებული“, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

ლევან იზორიამ დეკლარაციაში გაცხადებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების ინიციატივაზეც ისაუბრა, სადაც ახალი მიმართულებებია განსაზღვრული, როგორიცაა: კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება და უსაფრთხო კომუნიკაციების სისტემა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, დოკუმენტში, ასევე აღნიშნულია ერთობლივი წვრთნების ჩატარების დაგეგმვა, რომელიც მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბით გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი