ლევან იზორია: „საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“
13-07-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის თავდაცვა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რომელიც ყველა ეროვნული რესურსის გამოყენებას გულისხმობს. მან ამ კონტექსტით სამხედრო და სამოქალაქო უწყებათშორისი თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

 

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება ტოტალური თავდაცვის სამხედრო კოპონენტზე გაამახვილა. მისი განცხადებით, სამხედრო კომპონენტის სამი ძირითადი მიმართულება - პროფესიული ჯარი, წვევამდელთა სისტემა და აქტიური რეზერვის სისტემა მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ელემენტი იქნება.

 

 

„ახალი მიდგომების ფარგლებში წვევამდელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რაც მათ სახელფასო უზრუნველყოფაშიც აისახა. ისინი მეტად ინტეგრირებული არიან შეიარაღებულ ძალებში, საწყის საბრძოლო მომზადებას სხვა რეკრუტებთან ერთად გადიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წვევამდელებს უკეთესი პირობები შევუქმნათ. რაც შეეხება რეზერვის მიმართულებას, აქტიური რეზერვის კონცეფცია ოქტომბერში ამოქმედდება. ეს იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი. საპილოტე პროექტის ფარგლებში, 377 რეზერვისტს საშუალებას მივცემთ, ქვეყანას საკონტრაქტო წესით 5 წლის განმავლობაში ემსახუროს“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებაც ისაუბრა. მისი განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების დროს ახალი ტაქტიკა არა მხოლოდ კონვენციურ, არამედ არაკონვენციურ საფრთხეებზეც იქნება ორიენტირებული. მან ჰიბრიდული საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტოტალური თავდაცვით უნდა უზრუნველყოს მდგრადობის ისეთი დონე, რომ შეძლოს საფრთხის პრევენცია, საფრთხის დადგომის შემთხვევაში კი, მისი დროული აღმოფხვრა.

 

 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი