„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე თეა წულუკიანის განცხადებას ცინიზმით სავსე გამოსვლას უწოდებს.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებაზე, რომ ჩაიხედოს საზოგადოებამ კანონებში, რათა ნახონ, რომ იუსტიციის მინისტრი არ არის მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი და მას მხოლოდ კანონების შეთავაზება შეუძლია, კახიძე ამბობს, რომ კანონები, რომლებშიც უნდა ჩაიხდოს საზოგადოებამ სწორედ წულუკიანის მომზადებულია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებამდე, საქართველოს ეყოლება თეა წულუკიანის მსგავსი მინისტრები.
„ცინიზმით სავსე გამოსვლა იყო, რადგან ის კანონები, რომელშიც უნდა ჩავიხედოთ არის წულუკიანის მომზადებული.
ის კანონები, რომელიც საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე დანიშნოს მოსამართლეთა ორი მესამედი, ის სავიზო შეზღუდვები რომელიც მან შემოიღო, არის ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმა, რომელიც ჩვენმა ეკონომიკამ განიცადა. რეჟიმი, რომელიც ჩვენ უკვე პრაქტიკულად თავს გვახვევს მიუღებელ ფიგურას უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თანამდებობაზე იმიტომ, რომ უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ამგვარი სურვილი აქვს, ამიტომ სანამ არ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას მანამდე გვეყოლებიან ასეთი მინისტრები“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.