რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მობილიზატორმა ლევან ხმელიძემ, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ტრეინინგი ჩაატარა.
პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. პროგრამა ფინანსდება „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (IFAD) და „გლობალური გარემოს დაცვის ფონდის“ (GEF) მიერ. პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მას ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს.
პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა- 60%-ს.
პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია: ხურმა, ვაშლი, ატამი, კაკალი, კენკროვანი კულტურები, დაფნა, თაფლი, თაფლოვანი კულტურები, ყვავილების კულტურები, ბოსტნეული.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.apma.ge
ტრენინგს ესწრებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რამაზ ქურასბედიანი.
ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.