თეა წულუკიანი: „პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“
13-07-2018, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.

 


„მინდა, ასევე, შეგახსენოთ, რომ მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს მოიხსნა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება, რაც მანამდე წარმოუდგენელი და სასაცილოც იყო. ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შექმნის რეფორმასა და იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების მოხსნას, რითაც პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდა, ევროპის მასშტაბით პროკურატურის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა. ეს თანამედროვე და ეფექტური რეფორმები გაგრძელდება. იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა დასრულდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი იქნება, ირაკლი შოთაძესთან ერთად დაწყებულ მტკივნეულ რეფორმებს − რომელსაც მე, სხვათა შორის, წარმატებას ვუსურვებ, ბოლომდე მიიყვანს“, განაცხადა თეა წულუკიანმა, როგორც ამას იუსტიცის სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი