ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ამოცანით მართვასა და მცირე ზომის ქვედანაყოფების ეფექტურობაზე ისაუბრა.
„ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა, სადაც აქცენტი მცირე ზომის ტაქტიკურ ქვედანაყოფზე გაკეთდება. მის მეთაურს ავტონომიურობისა და ნდობის მაღალი ხარისხი ექნება, რათა ცენტრალიზებულად განსაზღვრული გეგმები დეცენტრალიზებულად აღასრულოს“, განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის უწყების ცნობით, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის წევრებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ხუთი მიმართულება მიმოიხილა, რომელიც მომავალში თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება. ლევან იზორიას განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები და საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის ასეულებისთვის საბრძოლო ტექნიკის ოპტიმალური განაწილება სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში განისაზღვრება.
„შესყიდვების სტრატეგიებიც სწორედ ტაქტიკური ქვედანაყოფების ტაქტიკური ტიპის იარაღის უზრუნველყოფით განისაზღვრება. მოდერნიზებაც მიზნობრივ და ტაქტიკურ ქვედანაყოფებზე ორიენტირებული იქნება“, აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საბრძოლო მომზადების ერთიანი სტანდარტების შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება სწავლებებსა და წვრთნებში გამოიხატება. აღნიშნულ ამოცანას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, სიამაყით ვასრულებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად. მზადყოფნის პროგრამა თავისი აღჭურვილობის, წვრთნებისა და შენარჩუნების კომპონენტების უზრუნველყოფით ასეულების დონზე, ტაქტიკური ქვედანაყოფების მომზადებაზეა ორიენტირებული“, აღნიშნა მან და განაცხადა, რომ დასახული გეგმები მომავალი ორი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა განხორციელდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.