თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დილიდან მგზავრებით გადატვირთულია. მეტროპოლიტენის მგზავრთა რაოდენობის გაზრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გართულებამ გამოიწვია.
როგორც თბილისის მეტროპოლიტენში აცხადებენ, მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია, თუმცა მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.
მეტროში არსებული ვითარების ამსახველი ფოტოები, სადაც ხალხის დიდი ნაკადია დაფიქსირებული, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
დედაქალაქში დილიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.