მამუკა არეშიძე: „თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ის იქნება უკონკურენტო“
13-07-2018, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება, არც ერთ სხვა მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება, თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ ივანიშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს „თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგმას“.

 


„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსი არჩევნების მოგების - იქნება ძალიან დიდი. არც ერთ მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება. თუმცა არ ვიცი ეს ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რადგან მე რამდენადაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის კომფორტულად გრძნობს თავს პარტიის თავჯდომარის პოსტზე და არ მგონია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან არ უყვარს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ის არის ფიგურა, რომელიც ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ უფლებამოსილების შესრულება ბიძინა ივანიშვილს მაინც და მაინც არ უნდა, თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგმას. ერთადერთი, შესაძლოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია იყოს ისეთი, რომ მას სთხოვონ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან პოსტზე, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. სხვა რამე გარემოებას ვერ ვხედავ“, განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

კომენტარები: 1
#1   მედეა
      
ჯერ ერთი, არა მგონია დღეს ივანიშვილს იმდენივე მომხრე ყავდეს, რადგან უკვალიდ ვერ ჩაივლის გამოაშკარავებული ტყუილი დაპურებები. ან დაპირებულის ვერ-არ შესრულება, ქართველის გაღატაკების ხარჯზე, ირან- არაბ- თურქების безпредел-ი საქართველოში. ამიტომ არა მგონია მთლად ნასე გარანტირებულად ქონდეს თავი ქუდში.
წესით ბიძინასაც არ უნდა აწყობდეს, რადგან, რაც არ უნდა მისი კარნახით მოქმედებდეს მთავრობა+პარლამენტი,, დღევანდელი კონსტიტუციიდან გამომდინარე, მაინც გარეგნულად, ხალხის თვალში, ( არაპოპულარული) კობახიძე-ბახტაძე-ბესელიას დაკრულზე მოუწევს ცეკვა...რაც საკმაოდ გააბანძებს, მის ისედაც შერყეულ ავტორიტეტს.
ერთადერთი რის გამოც დათანხმდება ესაა მეფობის ამბიცია , თუნდაც ბუფერული მეფობის, რისთვისაც არ ყოფნის არც გენი და არც წარმომავლობა, რაც არ უნდა მილიარდების პატრონი იყოს. სისხლი -სისხლია.
თუ ამაზე წავა მთლად კაპიკი ყიფილა მისი ფადი, ამიტომ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის , ვინც ერთჯერადი დახმარების გამო, მის ამ ამბიციას აუხდენს, ასემც უქნიათ მეტ გაჭირვებაში ამოხდომიათ სული.
24 ივლისი 2018 00:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი