ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დათვალიერეს.
ვანის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 629 415 ლარით ფინანსდება.
„აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, აღნიშნული გზის მოასფალტება 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს", ნათქვამია ვანის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.