საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან მიმართებაში, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია.
„რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე მარტივად ვიტყვი, რომ ვარ იგივე პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას.
მე ფაქტად ვხედავ იმას, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ იუსტიციის მინისტრის წვლილი გასააზრებელია.
მე მიმაჩნია, რომ ის სერიოზული უკმაყოფილების ტალღა, რომელიც სულ ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ვისმენდით რუსთაველზე და ეს არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე, რომელსაც ჩვენ ვისენდით.
არ უნდა სჭირდებოდეს დაზარალებულს ღამეების თენება პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომელიც აქვს საზოგადოებას და იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგმელი", განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.