გიორგი ქობულია: „ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას“
13-07-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა განხორციელებითაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა. მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიალიზაციის დონის დაჩქარებაზე, რეგიონების განვითარებაზე და ბიზნესის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზე.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიტიური შედეგებისა, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორისაა, ეკონომიკური შემოსავალი კი, რომელიც ქვეყანაში იქნება, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის მცირე. გიორგი ქობულია ასევე შეეხო უმუშევრობის მაღალ დონეს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა; ინდუსტრიალიზაცია და ახალი წარმოებების შექმნა; რეგიონებში ახალი პერსპექტივების გაჩენა, განსაკუთრებით, აგროსექტორისა და მასთან მომიჯნავე დარგების განვითარების მიმართულებით. გიორგი ქობულიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებას.

 

 

აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებისთვის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა შრომითი რესურსების განვითარებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებისა და მომსახურებების შექმნასა და გამრავალფეროვნებაზე და სხვ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაში დაეხმარება. კიდევ ერთ ასეთ ინიციატივად გიორგი ქობულიამ ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება დაასახელა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, ისე აგროსექტორში პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ინდუსტრიალიზაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ არჩევანი იმ სექტორების განვითარებაზე გააკეთოს, სადაც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა აქვს. კიდევ ერთ პრიორიტეტად გიორგი ქობულიამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე მეტი ინტეგრაცია დაასახელა.

 

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - დიდი ენთუიზიაზმით ვარ განწყობილი ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩემთვის ეს არის გამოწვევა და ძალიან საინტერესოა“, განაცხადა გიორგი ქობულიამ, როგორც ამას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი