„ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „სანთან“ სადავო კომენტარის გაკეთების შემდეგ, რომ ტერეზა მეის გეგმამ „შესაძლოა მოკლას“ აშშ-დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება და რომ ბორის ჯონსონი „დიდებული პრემიერ მინისტრი“ იქნებოდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ტერეზა მეისთან „ძალიან, ძალიან მძლავრია“.
აშშ-ის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა პარლამენტის მოედანთან ჰაერში ტრამპის გამოსახულებიანი ვებერთელა გასაბერი ბურთი გაუშვეს.
ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვამდე კი ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ტრამპთან „ბევრი რამ აქვს განსახილველი“, მათ შორის „განსაკუთრებული ურთიერთობა“ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და შესაძლო სავაჭრო შეთანხმება.
„და რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ საგარეო პოლიტიკას და თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, სადაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ნამდვილად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, განაცხადა მეიმ.
ტრამპმა თქვა, რომ მათ „ეს-ესაა განიხილეს ზოგიერთი დაუჯერებელი ანტი-ტერორისტული რაღაცები, რაც აქ შეერთებულ შტატებთან ერთად გაკეთდა“.
ტრამპის ინტერვიუ „The Sun“-თან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ყოფნის დროს ჩაიწერეს, ხუთშაბათ საღამოს გამოქვეყნდა - იმ დროს, როცა ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ლონდონში ქალბატონ მეისთან ვახშამზე იმყოფებოდნენ.
ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი - რომელიც არ ეთანხმება პრემიერ მინისტრს „ბრექსიტის“ საკითხზე და ამის გამო მიმდინარე კვირის დასაწყისში თანამდებობიდან გადადგა - „დიდებული პრემიერ მინისტრი“ იქნებოდა.
ტრამპმა ასევე, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ლონდონის მერი სადიყ ხანი ლონდონში გასულ წელს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და თქვა, რომ მერმა „საშინელი სამუშაო“ შეასრულა.
დაუნინგ სტრიტს ტრამპის განცხადებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ძალიან პოზიტიური“ იქნება.
ტრამპთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს „ძალიან მოწონს პრემიერ მინისტრი მეი და ძალიან დიდ პატივს სცემს მას“ და დაამატა, რომ პრეზიდენტს „არასოდეს, რაიმე ცუდი მის შესახებ, არ უთქვამს“.
ტრამპმა, რომელიც დიდი ხნის მხარდამჭერია „ბრექსიტის“, ასევე თქვა, რომ მეიმ ყური არ უგდო მის რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განახორციელო „ბრექსიტის“ შეთანხმება. „მე ამას გაცილებით განსხვავებულად გავაკეთებდი. მე ფაქტობრივად, ვუთხარი ტერეზა მეის, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, მაგრამ იგი არ დამთანხმდა, მან არ მომისმინა მე. მას უნდოდა სხვა გზით წასვლა“, აღნიშნა ტრამპმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.