ივანე მაჭავარიანი: „არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული“
13-07-2018, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქრება.

 


„არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ან გადასახადების ზრდის ხარჯზე, ან მიმდინარე დეფიციტის ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივეა აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.

 


ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

 


„ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში“, განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი