ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე აცხადებს, რომ თუკი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, თუმცა ექსპერტი გამორიცხავს ამ შესაძლებლობას და უფრო ლოგიკურად მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილის კენჭისყრის ვერსიას.
„თუკი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ არანაირი პრობლემა მას არ შეექმნება, თუმცა მე პირადად გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას. ბევრად უფრო ლოგიკურად და დასაბუთებულად მიმაჩნია ვერსია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს სხვა ელექტორატიც, არა მხოლოდ ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მათ შორის სხვა კონკურენტი პარტიების ამომრჩეველიც, იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“, განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.