„რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, პარტიის თავჯდომარის გარდა, მმართველ გუნდში სხვა ძლიერი კანდიდატებიც არიან.
„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც კონსულტაციები დასრულდება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება.
„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.