თეა წულუკიანი: „ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს, არჩევნებამდე დავტოვებთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე“
13-07-2018, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრებს სოზარ სუბარსა და კახა კახიშვილს, იმ გატარებული რეფორმებისთვის, რაც მათი მინისტრობის პერიოდში გატარდა, მაგრამ წულუკიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული საკითხები კიდევ არის მოსაგავრებელი და მისი წასვლის შემდეგ დარჩება ევროპული სტანდარტის ციხეს.

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც გახლდათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, რომელმაც ჩაიბარა საშინელი სისტემა, საშინელი მემკვიდრეობა, და მან ჩაუყარა საფუძველი იმ რეფორმებს, რომლებითაც ჩვენ დღეს ყველა ერთად ვამაყობთ . ასევე მადლობა მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა ციხე-ციხე, საკან-საკან, და მკურნალობდა და ზრუნავდა პატიმრებზე, დღეს ჩვენი უმრავლესობის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერია − ვსაუბრობ ბატონ არჩილ თალაკვაძეზე. ეს რეფორმები შემდეგ გააგრძელეს მომდევნო მინისტრებმა. განსაკუთრებული მადლობა მე ჩემს წინამორბედს, ბატონ კახი კახიშვილს მინდა, გადავუხადო. მე მქონდა მასთან ძალიან სიღრმისეული და საინტერესო შეხვედრები. მინდა, გითხრათ ამ ტრიბუნიდან, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე. და მე ვგეგმავ, რომ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ამ მხრივ არის დარჩენილი გარკვეული საკითხები, რომლებიც სერიოზულად მოსაგვარებელია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტად, მიუხედავად ბევრი სირთულისა, პატიმრების კვების საკითხებზე და მოვამზადოთ პატიმრები გათავისუფლებისთვის.

 


როგორ იცით, იუსტიციის სამინისტროში, ჩემი ინიციატივით 2012 წლის ნოემბერში დაფუძნდა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“. ახლა უკვე ეს პროგრამა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააკეთებს იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ყოფილი პატიმრის იმგვარი ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ყოფილმა პატიმარმა აღარასოდეს მიიხედოს ციხისკენ.

 


მე მინდა, ამ ტრიბუნიდან ორიოდ სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების საჯარო მოხელეებს. მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს; მე ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ და მაქვს სურვილი, ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, რომ ის დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, უფრო მყარი შედეგები გახდეს იმისათვის, რომ მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ყველა ერთად ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით“,განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი