„თქვენც კარგად გცოდნიათ ჩვენი გუნდის წევრები სად არიან, - უთხრა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე რომან გოცირიძეს მის მიერ დასმული შეკითხვის - თუ სად არიან ყოფილი პრემიერი და მთავრობის წევრები: ქუმსიშვილი, ალავიძე და სხვები - საპასუხოდ, და დაამატა:
„ზოგი ეკლესიაშია, ზოგი სხვაგან არის“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კი გოცირიძეს განუმარტა, რომ ამ პირების მიმართ გადაადგილების მხრივ არავითარი შეზღუდვები დაწესებული არ არის და მათგან ზოგი საზღვარგარეთაცაა დასასვენებლად წასული.
„ბატონო რომან, ჭორებს ავრცელებთ“, უთხრა გახარიამ გოცირიძეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბახტაძეს და გახარიას ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილთან აფილირებულ ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა: „არის თუ არა „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით საგამოძიებო საქმე აღძრული?“
„ამას სერიოზულად მეკითხებით?“ უთხრა ბახტაძემ დეპუტას.
„თქვენ ავრცელებთ ჭორებს: „თი-ბი-სი ბანკის“ მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ არის დაწყებული“, მიმართა გახარიამ რომან გოცირიძეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრებს უსმენენ, პრემიერ მინისტრს შეკითხვით მიმართა, თუ სად არიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ და მინისტრთა კაბინეტში პოტსებს აღარ იკავებენ.
„სად არის ქუმსიშვილი, ალავიძე, ჯანელიძე", - ჰკითხა გოცირიძემ მამუკა ბახტაძეს.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის შეკითხვითვე, თუკი, მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი ყოფილი წევრი აღარ ჩანს „ქართული ოცნების" რიგებში, რატომ ესწრებიან პარლამენტის ფრაქციის სხდომას მინისტრთა კაბინეტის ასევე ყოფილი წევრები - მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი.
გოცირიძემ მთავრობის მეთაურს პოლიტიკურ მოვლენის შინაარსის ახსნა სთხოვა და დაინტერესდა, „ქართული ოცნების" ახალმა გუნდმა, ხომ არ დაიწყო რეპრესიები ძველი გუნდის მიმართ.
„აქ, რატომღაც არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დღეს მთავრობაში - კულტურის ყოფილი მინისტრი, აგერ ბატონი სოზარ სუბარი და უამრავი ადამიანი. ერთადერთი არ არიან აქ ის ადამიანები, რომლებიც მოიაზრებიან კვირიკაშვილის კადრებად - სად არის ქუმსიშვილი? რატომ არ ზის აქ? სადღაც უპირებთ ამათ დანიშვნას? ქუმსიშვილმა რა დააშავა, რომელმაც როგორც თქვენ ამბობდით, კარგი მინისტრი იყო. სად არის ალავიძე? სად არის ჯანელიძე? სად არის კვირიკაშვილი, რომელიც დღეს გამოჩნდა ეკლესიაში და გაურბოდა საზოგადოებას და არის ჭორები, რომ ვიღაცებს აეკრძალათ საქართველოდან გასვლა - იგივე, ბატონ ალავიძეზეა საუბარი. რა ხდება? რატომ მოკვეთეთ თქვენი გუნდის ერთი ნაწილი, რომელიც ორი თვის წინ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მენეჯმენტის უმაღლესი განსახიერება. რატომ არის ეს ხალხი შავ სიაში შეყვანილი და ხომ არ არის თქვენ მიერ - უკვე ახალი გუნდის მიერ რეპრესიები დაწყებული ძველი გუნდის მიმართ. ბ-ნი სოზარი რომ არ დამენახა, შეიძლება არ გამჩენოდა ეს შეკითხვა, მაგრამ არ არის მინისტრი და ზის ამ დარბაზში და როგორც ამბობენ, მას თქვენ უპირებთ დანიშვნას მინისტრად, ოღონდ მინისტრი არ იქნება, ის იქნება გუბერნატორების მინისტრად დანიშნული. ქუმსიშვილს, რატომ არ დასვამთ თუნდაც თქვენს მრჩევლად. აგვიხსენით ამ პოლიტიკური მოვლენის შინაარსი", მიმართა რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.