ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“: მილიარდერი პარტიის თავმჯდომარე გყავთ, რომელიც რას არ დაპირდა მოსახლეობას და ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა
13-07-2018, 19:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მხოლოდ თქვენს პიარში დახარჯული 160 მილიონი ლარი რომ დაგეზოგათ, 20-25 ლარით გაუზრდიდით პენსიონერს პენსიას, მიმართა პრემიერ მინისტრსა და მინისტრობის კანდიდატებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე.

 

 

მელიას თქმით, პარტიას მილიარდერი თავმჯდომარე ჰყავს, რომელიც რასაც დაჰპირდა ხალხს, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა.

 


„მილიარდერი პარტიის თავმჯდომარე გყავთ, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, საუბრობდა კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, საწვავის ფასის განახევრებაზე და რას არ დაპირდა მოსახლეობას და ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა და მიმდინარე წელს, ლარითაც არ ზრდის პენსიას. როდესაც წელსვე არის შესაძლებებლი და იქნებოდა შესაძლებელი ნორმალური ხელისუფლების და მთავრობის პირობები 720 მლნ ლარის მობილიზება, რომ 80 ლარით გაგეზარდათ პენსია. 160 მლნ ლარს თუ პიარში ხარჯავთ, რომელიც მართლა არაფერში არ გადგებათ - აი, რა გაქვთ საპიარო, რომ პიარში 160 მლნ ლარი დახარჯოთ?" - მიმართა ნიკა მელიამ მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი