პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთავრობის ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს შორის შეხვედრისას, ნიკა მელიამ შინგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იგი აუცილებლად აგებს პასუხს მთელ რიგ საკითხებზე და მელიას ეჭვი არ ეპარება იმაშიც, რომ გახარია იქ დაბრუნდება, საიდანაც ჩამოვიდა.
„ბატონი გახარია ვერ გაექცევა მთელ რიგ საკითხებს და აუცილებლად აგებს პასუხს, მერე როგორ გაიღიმებს ვნახავთ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ იქ გაიქცევა, საიდანც ჩამოვიდა. ასევე ეჭვი მაქვს რომელ სპეცსამსახურებზეც მუშაობს ბატონი გახარია. ისეთივე პროდასავლური ინტერესების გამტარებელია ბატონი გახარია, როგორც მე ვარ ეხლა ფიზიკოსი და ამას უახლოესი მომავალი გავაჩვენებს, მაგრამ უბედურება ის არის, რომ აწმყოში კონკრეტული ზიანი ადგება ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ის, რომ ყველასთვის ცნობილი გახდება ბატონი გახარია ვინ იყო, რა იყო და რას აკეთებდა, ამაში ეჭვი არ მეპარება“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.