„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ფრაქციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემა აქვს საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, ხუთმა პირმა მმართველ გუნდს უარი უთხრა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
„თქვენი განცხადებები, რომ თითქსოდა ეკონომიკური პრობლემების გამო შეიცვალა მთავრობა, ეს არის ხელის შეხოცვა თქვენი წინამორბედებისათვის. წინამორბედებმა იმუშავეს ცუდად, მაგრამ ის ცუდი მუშაობა გადმოგყვებათ თქვენ მთავრობას, როგორც დამღა და დამღა იმიტომ ვახსენე, რომ სხვათაშორის, თქვენი გუნდი ვერ პოულობს საპრეზიდენტო კანდიდატსაც კი, ვინაიდან 5 კაცმა უარი თქვა, პრეზიდენტადაც რომ იყაროს კენჭი. იმიტომ, რომ ბრენდი „ქართული ოცნება“ გადაიქცა, თქვენთვის ბრენდი, გადაიქცა დამღად. აი, ამაშია საქმე“, განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.