პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მთავრობის ახალ კაბინეტს შორის შეხვედრისას, ნიკა მელიამ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას მიმართა და უთხრა - იმის მაგივრად, რომ თავი მოიწონოს იმით, რომ მასზე საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, ჯობს ჯაშუშებს ფული საქართველოს ბიუჯეტიდან არ გადაუხადოს.
„6 წლის განმავლობაში ვიცით, რომ არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია თქვენს ხელისუფლებას, არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია ქართულ ოცნებას, ახლა გასაგები გახდა, რომ ჯაშუშებს კი არა ავლენთ, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე პირებს ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდით და რაც არ უნდა ისაუბროთ, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენებთ თავს.
არ მიკვირს, სადაც ბატონი გახარია იძახის, რომ ინტერპოლის ძებნილი პირი ვერ შევამჩნიეთ მიუხედავდ იმისა, რომ დავაჯარიმეთო, არ არის ეს გასაკვირი. რაც არ უნდა მოინდომოთ და თქვათ, რომ საერთაშორისო დონეზე ხოტბას გასხამენ, თურმე რა მაგარი თავდაცვის მინისტრი ჰყავს ქართულ ოცნებას, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ არა რომელიმე ოპოზიციურ ფრაქციას, არამედ საზოგადოებას. ჯაშუში ამარაგებდა ჯარს და თქვენ ამბობთ, რომ იმდენად მაგარი ვარ, რომ ჩემზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, აფერუმ თქვენ მაშინ“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.