შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „დემოკრატიული პარტიის“ დემოკრატიულ-ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ ათეულობით პირია ბრალდებული კიბერ თავდასხმებში.
რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხზე გამოძიებას სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებმა თავინათი კიბერ-თავდასხმები 2016 წლის მარტში დაიწყეს და მათ ჰაკერული თავდასხმები კონკრეტულად, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში დასაქმებულებისა და მოხალისეების კომპიუტერებზე განახორციელეს.
როზენშტაინის თქმით, რუსმა ოფიცრებმა „მალულად განახორციელეს კომპიუტერების მონიტორინგი, სისტემაში ასეულობით კომპიუტერის დამაზიანებელი კოდი შეიყვანეს და მოიპარეს ელექტრონული წერილები და სხვა დოკუმენტები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.