პარლამენტში, მთავრობის ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ შორის შეხვედრისას, ოთარ კახიძემ საგანგებო სურათი უწოდა გაორმაგებულ მკვლელობების რიცხვს. კახიძის თქმით, რაც საქართველოში ხდება, უცნაური ტენდენციაა, რადგან ასეთი ვითარება არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის.
„მე ამას ვუწუდებ საგანგაშო სურათს, როდესაც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არის გაორმაგებული და გასამმაგებულია მკვლელობის მცდელობა და პრაქტიკულად ეს მაჩვენებლები ნებისმიერ კრიმინოგენულ ვითარებას რომ შეადაროთ, რომელიმე ქვეყნის სურათს, მიხვდებით, რომ რაღაც ძალიან უცნაური ტენდენცია გვაქვს. ეს არის თქვენივე გამოქვეყნებული ინფორმაცია“, უთხრა ოთარ კახიძემ მმართველი გუნდის წევრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.