საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის მეთაური სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ შალვა ელიზბარაშვილის ოჯახს ესტუმრა და მათი პრობლემები მოისმინა. სტიქიამ ელიზაბარაშვილების ორსართულიანი სახლი მთლიანად დატბორა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ელიზბარაშვილების ოჯახს დახმარება აღუთქვა. პრემიერის დავალებით, ოჯახის წევრები დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.