პარლამენტში, მთავრობის ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ შორის შეხვედრისას, ხათუნა გოგორიშვილმა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართა კითხვით, თუ რას ფიქრობდა პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით მთავრობის და პარლამენტის თანამშროლობაზე.
„პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ოპოზიციურ ფრაქციებს უფლება აქვთ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა მინისტრებიც მოიწვიონ შეხვედრებზე და თქვენ, რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?“, ჰკითხა ხათუნა გოგორიშვილმა მამუკა ბახტაძეს.
პრემიერ-მინისტრმა კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც და თავადაც, მჭიდროდ ითანამშრომლებენ პარლამენტთან.
„მე და კაბინეტის ყველა წევრი პარლამენტთან ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას“, განაცხადა პრემიერ მინსტრმა.
ამ საკითხის დასაზუსტებლად, სერგი კაპანაძემ მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, თუ რა პერიოდულობით ივლიდა პრემიერი პარლამენტში?
ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინტენსიურად იმუშავებს პარლამენტთან და მისი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტენ თავად ფრაქციები.
„ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან, როგორც თავად თქვენ და თქვენი გუნდი გადაწყვეტთ“, უპასუხა პრემიერ-მინსტრმა სერგი კაპანაძეს.
გიგა ბოკერიამ ასეთი პასუხის გამო მადლობა გადაუხადა პრემიერს და აღნიშნა, რომ ამას „ევროპული საქართველო“ აუცილებლად გამოიყენებს.
„დიდი მადლობა ბატონო მამუკა, თქვენგან ჩვენ დავინახეთ მწვანე შუქი და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ, იმედია თქვენს პოზიციას არ გადათქვამთ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.