კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს
13-07-2018, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმს და დიდ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს. დეპუტატი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ თანხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წლის მანძილზე დაიხარჯა.

 


„ოპოზიციის განცხადება პიარისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად მთავრობა ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროექტებისთვის ხარჯავს, იქნება ეს კულტურული, სპორტული, თუ მსგავსი სახის ღონისძიება, მინიმუმ არაპოფესიონალიზმია, თუ არა ძალიან დიდი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ მოსახლეობის მანიპულაციას “ - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას.

 


მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხარჯები ეხება არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, მათ შორის უნივერსიტეტების, ანსამბლების, თეატრების, მუზეუმებისა და სხვათა ჯამურ საკომუნიკაციო აქტივობებს 5 წლის განმავლობაში.

 


მისივე თქმით, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ტურისტთა დიდი ნაკადი ჩადის, მთავარი მიმართულებაა, ქვეყანა ტურისტულად მიმზიდველი გახადონ. შესაბამისად, ზუსტად ასეთ ღონისძიებებზე ხარჯავდნენ, ხარჯავენ და მომავალშიც დახარჯავენ თანხებს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი