ჰესებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ ენერგეტიკაში დინამიკა შემცირებულია, რაც უნდა გამოსწორდეს და აღნიშნულ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ჰესების მშენებლობის საჭიროებას, ოღონდ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვით.
„ბოლო თვეების განავლობაში ჩვენ გვაქვს შემცირებული დინამიკა ენერგეტიკაში და ეს არ არის კარგი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ აქვე, თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ აუცილებელია რომ ჩვენ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები ჰესებში, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი არის აუცილებლად დასაცავი და გასათვალისწინებელი. მაგრამ, აქვე ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ენერგიტიკის, ენერგეტიკაში დადგმული სიმძლავრეების განვითარება წინ უდა უსწრებდეს ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად, ეს შეიძლება გახდეს ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ამავე დროს, ეს იქნება დავალება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, რომ ეს საკითხი იქნება პრიორიტეტული, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რაც პროგნოზის მიხედვით გვაქვს და ბუნებრივია, ამ მიმართულებით იქნება დამატებითი ნაბიჯები გადადგმული“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.