გიორგი ქობულია: „საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა“
14-07-2018, 11:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება მსოფლიოში გამოყენებულ პრაქტიკებს, რომლებმაც შედეგი მოიტანა. ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

 


გიორგი ქობულიამ საპენსიო რეფორმის დეტალებზე საუბრისას მისი ეკონომიკური მნიშვნელობაც განმარტა: „მარტივად რომ ავხსნათ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ - რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული ეკონომიკაში ჩავატრიალოთ. დღესდღეობით ჩვენ ყველა პროექტს ვალით ვაფინანსებთ, ჩვენ კი გვინდა, რომ ეს თანხები ეკონომიკაში ჩავატრიალოთ“.

 


შეკითხვაზე, ექნება თუ არა საპენსიო რეფორმას რაიმე გავლენა დღევანდელ პერნსიონერებზე, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მათზე საპენსიო რეფორმას გავლენა არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დღევანდელი პენსიონერი ისევე მიღებს პენსიას, როგორც აქამდე იღებდა, „მათ რომ დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამისი ერთადერთი გზა არსებობს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ, ქვეყანაში მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 


რაც შეეხება კაპიტალის ბაზარს, მინისტრობის კანდიდატმა ამ თემაზეც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია საპენსიო რეფორმასთან - უნდა იყოს შემუშავებული მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ამ დაზოგილი თანხების დაბანდება. „კაპიტალის ბაზრის განვითარებას კიდევ სხვა მნიშვნელობაც აქვს - საქმე იმაშია, რომ ჩვენ აქაც გვინდა დამატებითი მექანიზმის შექმნა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკაში მოზიდული იყოს თანხები. კაპიტალის ბაზარი მეტი არაფერია - შეიძლება არსებობს რაღაც კომპანია, რომელსაც სურს თანხების ბიზნესში ჩადება, ოღონდ არა ბანკის გავლით. საქართველოში ფულის ასე დაბანდების მექანიზმი არ არსებობს, ამისთვის შესაქმნელია ფონდები. ამიტომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ეს არ არის რევოლუცია, ესაა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი