გიორგი ქობულია: „ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება“
14-07-2018, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ 4 საპარლამენტო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამთავრობო პროგრამის მოსმენაზე. გიორგი ქობულიას განცხადებით, ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ლოგისტიკა, გაიზარდოს გადაზიდვებისა და ტვირთების მოცულობა, რისი პოტენციალიც ძალიან დიდია.

 


„ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება; როგორც ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, პორტების, რკინიგზის, სხვა ტრანსპორტისა და სხვა კომპონენტების განვითარება ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.

 


საკომიტეტი განხილვისას, გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ. „ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია, არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი