მამუკა ბახტაძე: ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას
14-07-2018, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნას სოციალური დაცვის მაღალი დონე.

 


„უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ მიაღწია სოციალური დაცვის იმ სტანდარტს, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში, საპენსიო ფონდების გარეშე, შესაბამისად, საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენს ეკონომიკაში არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევქმნათ სოციალური დაცვის მაღალი დონე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ბახტაძემ ასევე თქვა, რომ 2019-2020 წლებში პენსია 20-20 ლარით მოიმატებს. 

 


საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ დღეს, 14 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი