ჭიაბერაშვილმა უმრავლესობას მიმართა: შევადარე კვირიკაშვილის პროგრამის წინასიტყვაობას და ჰოი საოცრებავ, ოთხი აბზაციდან, ორი სრულად არის გადმოტანილი - საერთოდ იმ კაცს რატომ უშვებდით სახლში?!
14-07-2018, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქმედი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობა ყოფილი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობის თითქმის იდენტურია.

 

 

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჭიბერაშვილმა განაცხადა, აქედან გამომდინარე უმრავლესობასთან უჩნდება შეკითხვა, თუკი, იგივე პროგრამით უნდა მოხდეს ბახტაძის მთავრობის დამტკიცება, რატომ „გაუშვეს სახლში" გიორგი კვირიკაშვილი.

 

 

„კოლეგებო, ყველას გაქვთ ბ-ნი მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა დარიგებული და გირჩევთ, გადაშალოთ პირველი გვერდი და მინდა გითხრათ, მისი წინასიტყვაობა, სანამ კითხვას დავიწყებდი, შევადარე კვირიკაშვილის პროგრამის წინასიტყვაობას და ჰოი საოცრებავ, ოთხი აბზაციდან, ორი სრულად არის გადმოტანილი, ერთი ნაწილობრივ. შეგიძლიათ, გაყვეთ დანარჩენ ტექსტს. კითხვა მექნება სწორედ უმრავლესობასთან - თუ იგივე პროგრამით უნდა აირჩიოთ ეს მთავრობა, საერთოდ იმ კაცს [გიორგი კვირიკაშვილს] რატომ უშვებდით სახლში?!", განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და პრემიერ მინისტრი სამთავრობო პროგრამის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილის გამოც გააკრიტიკა.

 

 

„კითხვა მამუკა ბახტაძესთან არის შემდეგი - გადავშალე ეს პროგრამა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - იქაც 90% იგივე ტექსტია, ერთი წინადადება არის უბრალოდ, ბ-ნო მამუკა, წაშლილი და აი, ამაზე არის ჩემი კითხვა. კვირიკაშვილს ეწერა და ამაზე ზურაბ ალავიძე ბევრს ლაპარაკობდა - 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტის სიგრძის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა - ყველაფერი გადმოიტანეთ, ეს წინადადება წაშალეთ მარტო, რომ რიცხვი არ იყოს და მერე არ მოგკითხოთ პასუხი. მე მაინტერესებს, რატომ წაშალეთ? არ გაქვთ იმედი, რომ ამ სიგრძის გზას დააგებთ?" მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მამუკა ბახტაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი